პრემიერმა ასფალტის ქარხანა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა – NEW ROAD-ში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაფინანსდა. 

მთავრობის მეთაურმა საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიიღო. 

ქარხანაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული. NEW ROAD-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით.


© 2019 "NEWROAD.GE" ყველა უფლება დაცულია