კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი (კმ24 - კმ34) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო გვერდულები და საგზაო ნიშნები, მოინიშნა და შემოიფარგლა გზის სავალი ნაწილი
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ საკონტრაქტო 2.8 მლნ. ლარი შეადგინა
სამუშაოები კომპანია "New Road"-მა შეასრულა






