ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით (ხელშ. ე.ტ.N63-22) საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 5 კმ-იან (კმ48 - კმ53) მონაკვეთზე, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში გადის, პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ბორდიურები, ტროტუარები და გვერდულები.
განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2.8 მლნ. ლარი შეადგინა.







