ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს

 ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანთთან აკავშირებს ტყიბულსა და ამბროლაურს. აღნიშნულ გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით

 პროექტი 9 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და ხელოვნური ნაგებობები; ასევე, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები

 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 8 მლნ. ლარამდეა. სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. სარეაბილტაციო სამუშაოებს შპს "New Road" ახორციელებს