ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზა

ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული 21 კმ-იანი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით, უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. 33 კმ-იანი გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია წელს დასრულდა, სადაც სრულად არის დაცული საგზაო უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი და ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი გზისთვის არის აუცილებელი. 

პროექტის ფარგლებში, განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები, საავტომობილო გზა აღიჭურვა საგზაო ნიშნებით, დამონტაჟდა ზღუდარები, საგზაო ბოძკინტები და მოინიშნა სავალი ნაწილი.

დამუშავდა რამდენიმე მეწყრული მონაკვეთი, ერთ მეწყრულ მონაკვეთზე გრძელდება მონიტორინგი. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ განახლებული გზა უკვე სრულ შესაბამისობაშია დადგენილ სტანდარტებთან. 

კომპანია "New Road" - მა ახლახან დაასრულა გურიის რეგიონში ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც. საერთო ჯამში კი, გურიაში არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 71 კმ-ზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა დასრულდა.

ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზა
ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კმ-იანი გზა